logo
ENG



ევროკავშირმა 19 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

05 აპრ 202221:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/05/az1ftcoz0ua7ulr.jpg

ევროკავშირმა 19 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ეს არის მათი პასუხი რუსეთის ქმედებებზე უკრაინაში. 

რუსეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლების მიმართ სანქციები ვენის 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ კონვენციის საფუძველზე დაწესდა. 

მათ გაუუქმდებათ დიპლომატიური პრივილეგიები და მოეთხოვებათ, დატოვონ ბელგიის ტერიტორია. 

გადაწყვეტილება ევროკავშირმა მას შემდეგ მიიღო, რაც გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ ბუჩაში, რომელიც ახლა რუსებისგან გათავისუფლებულია. 

"ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს და გააგრძელებს მხარდაჭერას ყველანაირი გზით, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით". - აცხადებს ევროკავშირი. 


close დახურვა