logo
ENG



ევროკავშირმა ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები მომავალი წლის თებერვლამდე გაახანგრძლივა

27 თებ 202315:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/27/50ofcg7pkso8yqu.jpg

უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები მომავალი წლის თებერვლამდე გაახანგრძლივა.

"ბელარუსში არსებული სიტუაციის სიმძიმის და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის უკანონო აგრესიაში ბელარუსის ჩართვის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია გაერთიანების მიერ მიღებული ყველა ზომა ძალაში იყოს. გადაწყვეტილება უნდა გაგრძელდეს 2024 წლის 28 თებერვლამდე", - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ევროპული სანქციების ქვეშ სულ 243 ფიზიკური პირი მოხვდა, მათ შორის ლუკაშენკო. ასევე 32 იურიდიული პირი. შეზღუდვები მოიცავს აქტივების გაყინვას, ფიზიკური პირებისთვის კი ევროპაში შესვლის აკრძალვას.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, კრემლი ცდილობს დამალოს პუტინის უპირველესი განზრახვა, მოახდინოს ზეწოლა ლუკაშენკოზე, რათა მისგან შემდგომი დათმობები მიიღოს ბელარუსის რუსეთის ინტეგრაციასთან დაკავშირებით.


close დახურვა