Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატებმა დაამტკიცეს გეგმა რომ სანქციები დაუწესონ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს უკრაინის დაპყრობის გამო.
სანქციები ითვალისწინებს ლავროვისა და პუტინის საზღვარგარეთ აქტივების გაყინვას.
ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სანქციები არ შეეხება პუტინისა და ლავროვის მოგზაურობის შეზღუდვას, რადგან ევროკავშირს სურს დიპლომატიური გზები ღია დატოვოს.