logo
ENG



ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საქართველოს ამოღება გადაწყვიტა

21 ოქტ 202020:56
3 წუთის საკითხავი
clock 5781
a8ako5eix07ddt4.jpg

ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საქართველოს ამოღება გადაწყვიტა. ინფორმაციას სხვადასხვა უცხოური გამოცემები ავრცელებენ. 

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრაზე საქართველო, კანადა და ტუნისი იმ ქვეყნების სიიდან ამოიღეს, რომელთაც კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გარეშე შეეძლოთ შენგენის ზონაში შესვლა, გადაწყვეტილების მიზეზი კი ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობაა. 

გადაწყვეტილება მიმდინარე კვირის ბოლოს მოვა სისრულეში, სანამ რომელიმე წევრი ქვეყნის წარმომადგენელი მას არ გაასაჩივრებს. 

სია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, რეკომენდაციის მიუხედავად, უცხოელ ტურისტებზე შეზღუდვებს არ აწესებს. 

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში, განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დამძიმდა. ახალი შემთხვევების ყოველდღიურმა რაოდენობამ 1 000 - ს გადააჭარბა. 

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 351 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსის შედეგად კი 14 ინფიცირებული გარდაიცვალა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 172 კი გარდაიცვალა.


close დახურვა