logo
ENG



ევროკავშირში უკრაინისთვის 50 მილიარდიან დახმარებაზე შეთანხმდნენ

01 თებ 202414:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/01/f7mpgzhfxa4sc56.jpg

ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი წერს. 

"ევროკავშირის 27-ვე ლიდერი უკრაინისთვის დამატებით 50 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტზე შეთანხმდა. ეს უკრაინის მტკიცე, გრძელვადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს. ევროკავშირი საკუთარ თავზე იღებს ლიდერობასა და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ვიცით, რაც დევს სასწორზე", - წერს მიშელი. 

მომხდარს გამოეხმაურა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლა. 

"ჩვენ ვალში ვართ უკრაინელი ხალხის წინაშე. ვალში ვართ ასევე, ევროპელი ხალხის წინაშეც, რადგან, უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაცაა", - წერს მეცოლა. 


close დახურვა