logo
ENG



ევროკომისია 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლისთვის მოამზადებს

13 ივლ 202214:56
3 წუთის საკითხავი
 

ევროკომისია 2023 წლისთვის მოამზადებს შეფასებას, როგორ ასრულებს საქართველო გაწერილ 12 რეკომენდაციას. აქამდე ცნობილი იყო, რომ ანგარიში 2022 წლის დეკემბრისთვის იქნებოდა მზად.

ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, მიხეილ ჰოპერმა განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრებოდა, სადაც საქართველოს საკითხს განიხილავდნენ.

ჰოპერის თქმით, "ფრთხილი განხილვების" შემდეგ გადაწყვიტეს, რომ არ უნდა "დააჩქარონ ქართული პოლიტიკური ელიტა" დეპოლარიზაციის საკითხსა და რეფორმებზე სიღრმისეულად მუშაობისთვის.

"როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, ჩვენ მოვამზადებთ ანგარიშს, თუ როგორ არის შესრულებული გაწერილი პრიორიტეტები, 2023 წლისთვის. ეს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს მისცემს, რათა სიღრმისეულად იმუშაოს აღნიშნულ პრიორიტეტებზე", - თქვა ჰოპერმა.


close დახურვა