logo
ENG



ევროკომისია წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეუშვან აცრილი მოქალაქეები არაწევრი ქვეყნებიდან

03 მაი 202116:27
3 წუთის საკითხავი
 
ევროკომისია წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეუშვან აცრილი მოქალაქეები არაწევრი ქვეყნებიდან

ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სთავაზობს, ვაქცინირებული ადამიანებისთვის მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები გააუქმონ, გაითვალისწინონ რა ვაქცინაციის კამპანიები და ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში. 

კომისიის წინადადებაა, წევრ ქვეყნებში შესვლის უფლება არაგადაუდებელი მიზნებისთვის შესვლის უფლება მიეცეთ არა მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარების მქონე ქვეყნებიდან არიან, არამედ მათაც, ვისაც მიღებული აქვს ევროკავშირის მიერ ავტორიზებული ვაქცინის ორივე დოზა, მათ შორის, მეორე დოზა გაიკეთეს 14 ან მეტი დღით ადრე. 

ევროკომისიის მოწოდებით, მაეს თი პირობა შეიძლება გავრცელდეს იმ ვაქცინებზეც, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაუდებელი გამოყენებისთვის დაუშვა. 

ამ ეტაპზე ევროპული წამლის სააგენტოს მიერ 4 ვაქცინაა ავტორიზებული: ფაიზერი, მოდერნა, ვაქსზევრია (ასტრაზენეკა) და ჯონსონი. 

წამლის სააგენტო ამ ეტაპზე განიხილავს ავტორიზაციის მინიჭებას შემდეგი ვაქცინებისთვის: CVnCoV ნოვავაქსი და რუსული სპუტნიკი. 

ევროკომისია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი ქვეყანაში შეუშვებს ვაქცინირებულ ადამიანებს PCR ტესტის წარმოდგენისა და სავალდებულო კარანტინის გარეშე, იგივე წესები უნდა გავრცელდეს იმ ვაქცინირებულ პირებზეც, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები. 

დამატებით, ევროკომისიის შეთავაზება ევროკავშირის ქვეყნებს მოიცავს ბარიერის დაწესებას ამა თუ იმ ქვეყნის ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად - ევროკომისიას უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, გაზარდოს იმათი სია, ვისაც ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის უფლება ექნებათ. 

ამავდროულად, ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის ახალი შტამები სიფრთხილეს მოითხოვს. შესაბამისად, ის ქვეყნებს სთავაზობს ამის "საგანგებოდ შეკავების" მექანიზმს, რაც კოორდინირებული იქნება ევროკავშირის დონეზე და რომელიც შეამცირებს ამ ახალი შტამების მოხვედრას ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, იმოქმედონ სწრაფად და დააწესონ დროებითი შეზღუდვა იმ ქვეყნებიდან, სადაც ვირუსის ახალი ვარიანტი გავრცელდება.


close დახურვა