ევროკომისიის ტექნოლოგიურმა მარეგულირებელმა კომპანიამ X-ს 120 მილიონი ევროს (140 მილიონი დოლარის) ჯარიმა გაუფორმა დიგიტალური სერვისების აქტის (DSA) დარღვევისთვის - ეს არის პირველი სანქცია ევროკავშირის ახალი კანონმდებლობის ფარგლებში.
კომპანიას ჯარიმის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ელონ მასკმა კომისიის განცხადებას X-ზე ერთ სიტყვად უპასუხა: “სისულელე” და გააზიარა კრიტიკული პოსტები, სადაც გადაწყვეტილება „სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ნაბიჯად“ არის შეფასებული.
გამოძიებამ დაადგინა, რომ X-მა მისი სარეკლამო ბიბლიოთეკის გამჭვირვალობა არ უზრუნველყო, შეცდომაში შემყვანი "ლურჯი მონიშვნის“ სისტემა შექმნა და მკვლევრებს საჯარო მონაცემებზე წვდომა არ მისცა.
