logo
ENG



ევრონესტის სესიაზე მოითხოვეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ისაუბრეს პარტიების აკრძალვაზეც

29 ოქტ 202520:16
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/29/jqlziyk6eywtztn.jpg

ევრონესტის სესიაზე ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა იუნუს ომარჟიმ საქართველოში ავტოკრატიულ პროცესზე ისაუბრა და პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

"ვეწინააღმდეგები მშვიდობიანი დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკური ფიგურებისა და დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღებას. მოვითხოვ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ახლავე გააუქმოს კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და პრესის თავისუფლებას", - თქვა მან.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის სპეციალური წარმომადგენელი ოდროს პერკაუსკიენეც.

მან ყურადღება გაამახვილა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზეც და ქართული ოცნების ნაბიჯს დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპებზე პირდაპირი თავდასხმა უწოდა.

"საქართველოში ნაკლებად ოპტიმისტური სურათი გვაქვს, სადაც დემოკრატიულ უკუსვლას მოჰყვა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება. ქართული ოცნების მიერ გამოცხადებული ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის შესახებ, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ - წარმოადგენს პირდაპირ შეტევას დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპზე, რაც სერიოზული ღელვის საგანია", - თქვა მან. 


close დახურვა