logo
ENG



ევროპა ლიგაზე ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

24 ივლ 202010:48
3 წუთის საკითხავი
 
fxcudh7zmvgr8hq.jpg

ევროტურნირები მოახლოვდა – კორონავირუსის პანდემიის გამო გადადებული საკვალიფიკაციო ეტაპები აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყება.

ევროპა ლიგაზე ეროვნული ლიგიდან წელსაც 3 გუნდი იასპარეზებს. საქართველოს ღირსებას “საბურთალო”, “ლოკომოტივი” და “დინამო ბათუმი” დაიცავენ. ქართული კლუბებიდან განთესილი არცერთი არ იქნება.

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 9 აგვისტოს გაიმართება. ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები კი შემდეგია: “აპოელი” (კვიპროსი), “პარტიზანი” (სერბეთი), “სტიაუა” (რუმინეთი), “მარიბორი” (სლოვენია), “ჰაპოელი” (ისრაელი), “რუსენბორგი” (ნორვეგია), “აპოლონი” (კვიპროსი), “ფეჰერვარი” (უნგრეთი), “შკენდია” (ჩრდ. მაკედონია), “ნიუ სენტსი” (უელსი), “დინამო მინსკი” (ბელარუსი), “ლეხი” (პოლონეთი), “აბერდინი” (შოტლანდია), “ზრინსკი” (ბოსნია), “ალაშკერტი” (სომხეთი), “ქაირათი” (ყაზახეთი), “ჟალგირისი” (ლიეტუვა), “მაზერვილი” (შოტლანდია), “ვადუცი” (ლიხტენშტეინი), “კუკეში” (ალბანეთი), “ვალეტა” (მალტა), “ვენტსპილსი” (ლატვია), “ოლიმპია” (სლოვენია), “ლინკოლნი” (გიბრალტარი), “ბაჩკა ტოპოლა” (სერბეთი), “კალიუ” (ესტონეთი), “შახტიორი” (ბელარუსი), “ჰამარბი” (შვედეთი), “სანტა კოლომა” (ანდორა), “ჰაფნარფიორდური” (ისლანდია), “ოდდი” (ნორვეგია), “რიტერიაი” (ლიეტუვა), “პროგრეს ნიდერკორნი” (ლუქსემბურგი), “ცსკა სოფია” (ბულგარეთი), “სუტიესკა” (მონტენეგრო), “ჰონვედი” (უნგრეთი), “მაკაბი ჰაიფა” (ისრაელი), “ბეითარი” (ისრაელი), “ორდაბასი” (ყაზახეთი), “ნეფტჩი” (აზერბაიჯანი), “შამროკ როვერსი” (ირლანდია).

გარდა ჩამოთვლილი გუნდებისა, დანიის, რუმინეთის, შვედეთისა და შვეიცარიის ჩემპიონატებში ევროპა ლიგის საგზურის ყველა მფლობელი არ გარკვეულა.



close დახურვა