logo
ENG



ევროპამ სიმართლე უნდა გაიგოს - გამარჯვებული საქართველოს წევრები ბრიუსელში იმყოფებიან

23 იან 202008:21
3 წუთის საკითხავი
 

ევროპამ სიმართლე უნდა გაიგოს საქართველოში პოლიტიკური პატიმრების შესახებ - "გამარჯვებული საქართველოს" წევრები ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

პარტიის წევრის კოტე კემულარიას თქმით, მათ 11 შეხვედრა აქვთ დაგეგმილი, სადაც მთავარი აქცენტი ირაკლი ოქრუაშვილზე, როგორც პოლიტპატიმარზე გამახვილდება.

ოპოზიციონერები ევროპელ პარტნიორებთან 20 ივნისის ღამეს დაკავებულ ახალგაზრდებზე, მედიაზე ზეწოლასა და ივანიშვილის მმართველობაზეც აპირებენ საუბარს. ვიზიტისას, შეხვედრები ევროპარლამენტის და ევრონესტის წევრებთანაა დაგეგმილი. 

"11-მდე შეხვედრა არის დაგეგმილი. მოვუყვებით, როგორ და რანაირად გადაწყვიტა ყველას დაჭერა ამ ხელისუფლებამ. ყველაფერი, რომ დაიწყო ირაკლი ოქრუაშვილით. გვექნება მაღალი რანგის პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრები და იმ სამარცხვინო სიტუაცის გავაცნობთ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა 21-ე საუკუნის საქართველოში, 2020 წლის არჩევნების წინ", - განაცხადა კემულარიამ "ფორმულასთან" სატელეფონო საუბარში. 

 

 


close დახურვა