logo
ENG



ევროპარლამენტარები დეკლარაციის ჩავარდნაზე: ეს არის სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის

14 თებ 202008:02
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე შემაჯამებელი დოკუმენტის ჩავარდნას ევროპარლამენტარების კრიტიკა მოჰყვა.  

ევროდეპუტატი რასა იუკნევიჩიანე მომხდარს სოციალურ ქსელშიც ეხმაურება.

"მე მხარს ვუჭერ დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს, მაგრამ არ ვუჭერ მხარს სასამართლოების გამოყენებას ოპოზიციის წინააღმდეგ", -წერს იუნკევიჩიანე.

დასკვნითი განცხადების ჩავარდნას აფასებს მარკეტა გრეგორევაც. მისი თქმით, კრიტიკა არა ქართველ ხალხს არამედ ხელისუფლებას ეხება. 

"ეს არ არის სიგნალი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ განვაგრძობთ ევროპულ გზაზე თქვენს მხარდაჭერას. ეს არის სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის, იმის შესახებ, რომ ჩვენ ვხედავთ წინააღმდეგობებს და მათ სერიოზულად აღვიქვამთ",- აღნიშნულია გრეგორევას ტვიტში.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან დეკლარაციაში კრიტიკული ცვლილებების გამო, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის არსებობის პერიოდში პირველად, ევროპარლამენტის დეპუტატებმა და საქართველოს დელეგაციამ ერთობლივი დეკლარაციის მიღება ვერ შეძლეს. 

 

 


close დახურვა