logo
ENG



ევროპარლამენტარი: მიუღებელია ოპოზიციური ლიდერების სამართლებრივი დევნა, ეს მარცხს ნიშნავს

22 თებ 202120:24
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/22/qg1m0h445q8lyn6.jpg

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ფორმულასთან საუბარში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მიუღებელია ოპოზიციური ლიდერების სამართლებრივი დევნა. აუსტრევიჩუსის განცხადებით, საქართველოს გეოპოლიტიკური სტრატეგია ეჭვს ბადებს და გაურკვეველს ხდის საითკენ მიდის ქვეყანა.

ევროპარლამენტარის განცხადებით,  ქართულ პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, რომ პოლიტიზირებული გადაწყვეტილებები მიუღებელია. 

"საქართველოს ოფიციალური პოზიცია, მაგალითად, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების შესახებ და ის რაც ახლა ქვეყნის შიგნით ხდება ერთმანეთთან შეუთავსებელია. მიუღებელია ოპოზიციური ლიდერების სამართლებრივი დევნა, ეს ხაზი მარცხს ნიშნავს. საქართველოს გეოპოლიტიკური სტრატეგია ეჭვს ბადებს და გაურკვეველს ხდის საითკენ მიდის ქვეყანა. ეს შემაშფოთებელი სიგნალია და ეწინააღმდეგება ოფიციალური თბილისის პოზიციას, რომ თითქოს ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და ისინი ევროატლანტიკურ გზას მიყვებიან. ეს არ არის ევროინტეგრაციის გზა, ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ინტეგრაცია, რომელიც თბილისში ვიღაცას უნდა რომ ქონდეს", - აცხადებს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, ამჟამად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით ქართველი ხალხი დაზარალდება.


close დახურვა