logo
ENG



ევროპარლამენტარი: პრობლემები საქართველოში მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ უნდა გადაჭრან

19 თებ 202022:02
3 წუთის საკითხავი
 
chi7tdgly6svzvh.jpg

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ „ფორმულასთან“ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ევროპარლამენტი საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს.

კალიურანდის თქმით, ევროპარლამენტსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება.

„მე და ქართული საზოგადოება ვერაფერს შევცვლით. პრობლემები საქართველოში მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ უნდა გადაჭრან. სამოქალაქო საზოგადეობასთან შეხვედრაზე დღეს კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი იმედგაცრუება უკანასკნელი შეხვედრით, რომელზეც შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ.

არ მგონია ეს საქართველოს ინტერესში, ქართველი ხალხის ინტერესში ყოფილიყო. ევროპარლამენტი საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს, თქვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ანტისაოკუპაციო პოლიტიკის მხარდაჭერას. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - განაცხადა კალიურანდმა. 


close დახურვა