logo
ENG



ევროპარლამენტარი: საქართველო არასწორ გზას ადგას

23 იან 202020:47
3 წუთის საკითხავი
 

12-13 თებერვალს სტრასბურგში გაიმართება ევროპარლამენტისა და საქართველოს ასოცირების შეხვედრა, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც ევროდეპუტატებმა „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადეს, შეხვედრაზე მიიღებენ დეკლარაციას, სადაც ყველა აქტუალური საკითხი დაფიქსირდება.

როგორც ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა განაცხადა, დეკლარაციაში ბევრ საკითხზე იქნება ყურადღება გამახვილებული.

„დეკლარაციაში ბევრ საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას - ჩვენს ურთიერთობაზე, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, საარჩევნო კანონზე, მოსამართლეების დანიშვნასა და საოკუპაციო ხაზზე. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ვისაუბრეთ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის დაკავებაზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი შეფასებები საარჩევნო კანონზე და მოსამართლეების დანიშვნაზე. მსგავსი შეხვედრები, იქნება ეს ოპოზიციასთან თუ ხელისუფლებასთან, მეხმარება საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაზე თუ რა ვითარებაა საქართველოში“, - განაცხადა კალიურანდიმ.

კიდევ ერთი ევროპარლამენტარი პეტრას ავსტრევიჩუსი აცხადებს, რომ საქართველო არასწორ გზას ადგას.

„ჩემი გზავნილი ისაა, რომ საქართველო არასწორ გზას ადგას. ვიგებთ უარყოფით ამბებს, მაგრამ გვინდა გავიგოთ კარგი. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სერიოზულ პარტნიორად თვლის თავს, მმართველმა გუნდმა ეს უნდა დაამტკიცოს. ევროკავშირი ტოლერანტულია, შეგვიძლია მოვიცადოთ. თუმცა, ეს რაც უფრო ჩქარა მოხდება, მით უკეთესი საქართველოსთვის“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.


close დახურვა