logo
ENG



ევროპარლამენტარი: ქართულ საზოგადოებას აღარ სურს ოცნების მმართველობა ხალხზე მაღლა იდგეს

27 ნოე 201911:51
3 წუთის საკითხავი
 
6v4k003dvrz89b1.jpg

სტრასბურგში  „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების გამო მკაცრად გააკტრიტიკებენ. ევროპარლამენტარები საკუთარ კრიტიკულ პოზიციებს პლენარულ სხდომაზე გამართულ დებატებზე დააფიქსირებენ. სწორედ ამ დებატებზე გამოჩნდება, მოუწევს თუ არა მმართველ გუნდსა და ბიძინა ივანიშვილის შეუსრულებელ დანაპირებზე პოლიტიკური ფასის გადახდა.

მმართველმა გუნდმა სტრასბურგში საპარლამენტო კომიტეტების ახალ ხელმძღვანელები ირაკლი ბერაია და დავით სონღულაშვილი გააგზავნა, რომლებმაც პოსტებზე ჩუგოშვილი, ხულორდავა და ქაცარავა ჩაანაცვლეს. ირაკლი ბერაია და დავით სონღულაშვილი ევროპარლამენტში ევროპელ კოლეგებთან გაცნობით შეხვედრებს მართავდნენ. „ფორმულას" ინფორმაციით, მათ ევროპარლამენტარების გადარწმუნება ვერ მოახერხეს და რამდენიმე საათში გაიმართება დებატები, თუ რა მდგომარეობაა აღმოსავლეთპარტნიორობის წევრ ქვეყნებში და ამ დებატებში აპირებენ განცხადებები გააკეთონ ევროპარლამენტარებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

 

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება.

“შეშფოთებას იწვევს საქართველოში მიმდინარე მოვლენები. საქართველოს იმიჯი არ ხდება უკეთესი. პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიასა და მის ლიდერებს, რადგან კრიზის შეიქმნა მათი დაპირების არშესრულების გამო. მოვუწოდებ მათ, გამოიჩინონ ინიციატივა  და მოძებნონ  ოპოზიციასთან დალაპარაკების გზები, რათა საქართველოს განვითარბეის პროცესი არ დაზიანდეს“, - აცხადებს კუბილიუსი.

ევროპარლამენტარ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის კი მიაჩნია, რომ საზოგადოებას სურს პარლამენტში შესაბამისად იქნას წარმოდგენილი.

„ქართული საზოგადოება კვლავ ფხიზლდება სრულყოფილი დემოკრატიისს მოთხოვნით. მმართველმა პარტიამ არ შეასრულა დაპირება და ეს გახდა ქუჩაში ხალხის გამოსვლისა და ოპოზიციის უკმაყოფილების საბაბი. საზოგადოებას სურს პარლამენტში შესაბამისად იქნას წარმოდგენილი და აღარ სურს "ქართული ოცნების" მმართველობა ქართველ ხალხზე მაღლა იდგეს. პროტესტი ლეგიტიმურია. საზოგადოების ამ ნაწილს დასავლური დემოკრატიის მოდელი სურს", - განაცხადა ვოლსკიმ. 

 

 

 


close დახურვა