logo
ENG



ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიას ხვდება

12 ნოე 202115:49
3 წუთის საკითხავი
 
დროა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიას ხვდება. 

ევროპარლამენტარი საქართველოში გუშინ ღამით ჩამოფრინდა. ფოტიგას თქმით, მისი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულებაა.

ფოტიგა უკვე შეხვდა სალომე სამადაშვილს. როგორც ცნობილია, ის ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებსაც შეხვდება და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ისაუბრებს. 

ელენე ხოშტარია მე-10 დღეა მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

გუშინ, 11 ნოემბერს, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ მას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე ექიმების კონსილიუმი იზრუნებს.

სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა ელენე ხოშტარიასაც, თუმცა როგორც ხოშტარიამ თქვა, ის მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე შიმშილობას არ შეწყვეტს. 


close დახურვა