logo
ENG



ევროპარლამენტარი კალიურანდი: სააკაშვილს მოვუწოდე, თავი აარიდოს პროვოკაციებს

15 სექ 202110:00
3 წუთის საკითხავი
 
ევროპარლამენტარი კალიურანდი: სააკაშვილს მოვუწოდე, თავი აარიდოს პროვოკაციებს

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, თავი აარიდოს პროვოკაციებს და გამოიყენოს მისი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში, წინასაარჩევნოდ სიტუაციის დეპოლარიზაციისთვის. 

"ევროპული საბჭოს წევრების შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდე, თავი აარიდოს პროვოკაციებს და მისი პოლიტიკური კაპიტალი წინასაარჩევნო დეპოლარიზაციისთვის გამოიყენოს. ასევე, პატივი სცეს ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებებს 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ", - წერს ევროპარლამენტარი ტვიტერის გვერდზე.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნება კიდევ ერთხელ 6 სექტემბერს დააანონსა, თუმცა, როგორც თავად თქვა, კონკრეტულ თარიღს მოგვიანებით დაასახელებს. 

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის დანიშნული. 

მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სისხლისსამართლებრივად დევნის. 

საქართველოში დაბრუნების შესახებ მან განცხადება წარსულშიც არაერთხელ გააკეთა, თუმცა, ქვეყანაში შემოსვლა ჯერ ერთელაც არ უცდია. 

 


close დახურვა