logo
ENG



ევროპარლამენტარი საარჩევნო სისტემაზე: ქვეყანა ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ჭეშმარიტ დემოკრატიას

09 მარ 202007:57
3 წუთის საკითხავი
 

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებულ მემორანდუმს ევროპარლამენტის წევრი, ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება. როგორც გერმანელი პოლიტიკოსი წერს, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის დემოკრატიისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.

,,ვულოცავ ქართველ ხალხს მიღწეულ გარღვევას  საარჩევნო მოლაპარაკებებში. საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ აჩვენა პოლიტიკური სიმწიფე და თავიანთი ქვეყანა ერთი დიდი ნაბიჯით დააახლოვა ჭეშმარიტ დემოკრატიასთან",- წერს ვიოლა ფონ კრამონი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარი იქნება. 

გარდა ამისა, არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდება და იქნება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული პარტია მთავრობას იიმ შემთხვევაში დააკომპლექტებს თუ ხმების 40%-ზე მეტს დააგროვებს.


close დახურვა