logo
ENG



ევროპარლამენტი საქართველოს 150 მილიონი ევროთი დაეხმარება

16 მაი 202011:27
3 წუთის საკითხავი
 
nip3y1nmnmz1d8w.jpg

 

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს დახმარება დაამტკიცა. ამ საკითხზე ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სესხები 10 ქვეყანაზე გაიცემა. კერძოდ, საქართველო - 150 მილიონს ევროს, ალბანეთი - 180 მილიონ ევროს, ბოსნია-ჰერცეგოვინა - 250 მილიონ ევროს, იორდანია - 200 მილიონ ევროს, კოსოვო - 100 მილიონ ევროს, მონტენეგრო - 60 მილიონ ევროს, ჩრდილოეთ მაკედონია - 160 მილიონ ევროს, ტუნისი - 600 მილიონ ევროს, უკრაინა კი 1,2 მილიარდ ევროს მიიღებს.

ფინანსური დახმარების გადაწყვეტილებას მხარი ევროპარლამენტის 547-მა დეპუტატმა დაუჭირა, 93 წინააღმდეგი იყო, 47-მა კი თავი შეიკავა.

თანხის ნაწილს ქვეყნები 2020 წლის შემოდგომაზე მიიღებენ, მეორე ნაწილს კი 2021 წლის დასაწყისში.

 


close დახურვა