logo
ENG



ევროპარლამენტის ECR ჯგუფი ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

13 დეკ 202219:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/13/akp62h5r3jsjtl7.jpg

ევროპარლამენტში არსებული ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი (ECR) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი.

ამის შესახებ ECR-ის ჯგუფმა Twitter-ზე დაწერა. ისინი დღეს მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდნენ.

"დიდი პატივი იყო ჯგუფის დღევანდელ მიღებაზე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრა. როგორც ექსპრეზიდენტის შვილი და ადვოკატი ადასტურებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ECR ჯგუფი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის", - ვკითხულობთ განცხადებაში. 


close დახურვა