logo
ENG



ევროპარლამენტის მისიამ შეიძლება დაადგინოს, რომ ოპოზიცია ისევ იტყუება - მდინარაძე

13 თებ 202014:24
3 წუთის საკითხავი
 

გიგი უგულავას საქმეზე ევროპარლამენტში კომისიის შექმნის შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივასთან დაკავშირებით, ოპოზიციის კრიტიკას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პასუხობენ.

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის აზრით, ოპოზიციის უარყოფითი დამოკიდებულება იქიდან გამომდინარეობს, რომ მათ არ სურთ, ევროპარლამენტმა ისინი ტყუილში ამხილოს.

„მათი პანიკური გამოვლინებები ნიშნავს იმას, რომ ერთადერთი, რაც ყველაზე ძალიან არ აწყობთ „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტებს, არის ფაქტის დადგენა, რადგან ფაქტები ყოველთვის მათ საწინააღმდეგოდ მეტყველებენ. ახლა ისინი უკვე დადგნენ ფაქტის წინაშე, რომ ევროპარლამენტის მისიამ შეიძლება დაადგინოს, რომ ისევ იტყუებიან და აქედან გამომდინარეობს მათი განცხადებებიც. ფაქტი არი მთავარი ის, რომ გიგი უგულავას სასამართლოს მეშვეობით დაუმტიკცდა, რომ ამ ადამიანმა გაფლნგა 48 მილიონი ლარი. ამ ფონზე, სამწუხაროდ, მას პოლიტპატიმარს ეძახიან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია, საქართველომ მსოფლიოს აჩვენოს, რომ უგულავას დაპატიმრება პოლიტიკას არ უკავშირდება.

„ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ ეს არის სამათლებრივი და ყველა საკითხი, დაკავშირებული ნებისმიერ პიროვნებასთან, იქნება ეს პარტიული თუ უპარტიო, არის სამართლებრივ ჩარჩოში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის ინიციატივით, საქართველოს ევროპარლამენტიდან ფაქტების დამდგენი მისია ეწვევა, რომელიც გიგი უგულვას დაპატიმრების საკითხს შეისწავლის.

 


close დახურვა