სულ ცოტახნისწინ დასრულდა ევროპარლამენტში საგანგებო ბრიფინგი, სადაც ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტმა გადადო პლენალური სესია, სესია ჩატარდება, მხოლოდ დღეს და ხვალ და ერთადერთი განხილვის თემა Covid 19-ი იქნება. ბელგიაში დღეის მონაცემებით, კორონავირუსის 239 შემთხვევა არის დაფიქსრირებული, მათ შორის ერთი დაფიქსირდა ნატოს შტაბბინაში, სწორედ ამიტომ ევროპარლამენტა გადაწყვიტა, რომ მუშაობა საგანგებო რეჟიმზე გადავიდეს. „ფორმულას“ ინფორმაციით, ყველა საკითხი, რომელიც იყო ჩანიშნული მომდევნო პლენალურ სხდომაზე გადიატანეს , თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება სხდომები, დებატებიც და კენჭისყრაც საქართველოს საკითხზე ამ კვირაში აღარ იქნება.