logo
ENG



ევროპაში კორონავირუსის გამო ვითარების გაუარესებას პროგნოზირებენ

29 მარ 202012:18
3 წუთის საკითხავი
 

ევროპის ქვეყნების მეთაურები ვითარების გაუარესებას პროგნოზირებენ. ლიდერები ამბობენ, რომ მომდევნო ორი კვირა ყველაზე რთული იქნება.

"დაღუპულთა რაოდენობა 10 000-ს ასცდა, გვაქვს სხვა მონაცემებიც, რომელიც შედარებით იმედის მომცემია. ვირუსისგან კიდევ 1434 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ასევე გადავწყვიტეთ მუნიციპალიტეტების ფონდს დამატებით 400 მილიონი გამოვუყოთ და ეს იმ ადამიანების მხარდასაჭერად უნდა გამოიყენონ, რომლებიც საკვების ყიდვას ვერ ახერხებენ", - აცხადებს იტალიის პრემირ-მინისტრი ჯუზეპე კონტე.

ვითარება კიდვ უფრო დაიძაბა ესპანეთშიც, ამიტომ ქვეყნის პრემიერმა ყველა მოქალაქეს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. 

"გარდა სასიცოცხლოდ აუცილებლი თანამშრომლებისა, ყველა მოქალაქე სახლში უნდა დარჩეს. ეს არის ვირუსი, რომელსაც ყველა ქვეყანას ეხება", - აცხადებს პედრო სანჩესი.

კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოში უკვე 665 ათასს აღწევს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 30 ათასს აჭარბებს. 


close დახურვა