იტალიამ საკარანტინე ზომების შემსუბუქება დაიწყო. დღეიდან მოსახლეობას საკუთარ რეგიონებში გადაადგილების, ნათესავების მონახულებისა და პარკებში სეირნობის უფლება ენიჭებათ. თუმცა, ქვეყნის პრემიერის განცხადებით, შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ იტალია კორონავირუსისგან გათვისუფლდა.
ბიზნესმა ნაწილობრივ განაახლა მუშობა ბელგიაში, მოსახლეობისთვის კი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა. საკარანტინე ზომები შეამსუბუქა საბერძნეთმაც. გაიხსნა პლიაჟები, მაღაზიების ნაწილი, სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.
სახმელეთო მიმოსვლა განახლდა საფრანგეთსა და გერმანიას შორის. საზღვარზე 11-დან ორი გამშვები პუნქტი გაიხსნა. ბოლო მონაცემით კორონავირუსის შემთხვევებმა მსოფლიოში სამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. აქედან 247 000 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთებულთა რაოდენობა კი მილიონ 200 000 აღწევს.