logo
ENG



ევროპაში უიტნი ჰიუსტონის კონცერტები გაიმართება

26 თებ 202010:00
3 წუთის საკითხავი
 

უიტნი ჰიუსტონის მუსიკის მოყვარულებს უნიკალური საშუალება ეძლევათ  საყვარელი მომღერალი სცენაზე კიდევ ერთხელ ნახონ.  ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიის  წყალობით  გარდაცვლილი მომღერლის იდენტური  ჰოლოგრამა, ევროპის ქვეყნებს მოივლის.

"საღამოთი უიტნისთან'' ასე ჰქვია კონცერტს,  ტურნე კი დიდი ბრიტანეთიდან  დაიწყო.  კომპანია  ,,ბეიზ ჰოლოგრამი'' უიტნი ჰიუსტონის რეალისტური გამოსახულების შექმნაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. კომპანიის სპეციალისტების განმარტებით, მათ პოპ-დივასთვის დამახასიათებელი შტრიხების გადმოცემაზე გაამახვილეს ყურადღება. უიტნი ჰიუსტონი 2012 წელს, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. 


close დახურვა