logo
ENG



ევროპაში ძლიერი შტორმის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა

22 დეკ 201911:27
3 წუთის საკითხავი
 
vg8x7x31603ggts.jpg

სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა ძლიერ შტორმს ევროპის სამხრეთ ქვეყნებში. ქარიშხალმა სახელწოდებით „ფაბიენი“ ესპანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის რეგიონებს გადაუარა. ქარის სიჩქარე აქ 170 კილომეტრს საათს აღემატებოდა.

ესპანეთის გალიციის რეგიონში ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გაუქმებულია ფრენები ადგილობრივ აეროპორტებში. პორტუგალიაში კი ძლიერი წყალდიდობის გამო შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა ლისაბონსა და პორტოში. დახურულია სადგურები საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბორდოსა და ტულუზაში. შტორმმა იტალიისა და დიდი ბრიტანეთის რეგიონებიც დააზარალა.


close დახურვა