logo
ENG



ევროპელი სოციალისტები ირაკლი ღარიბაშვილსა და მის მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერენ

20 თებ 202100:27
3 წუთის საკითხავი
 
ევროპელი სოციალისტები ირაკლი ღარიბაშვილსა და მის მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერენ
ვახო ქარელი/ფორმულა

საპარლამენტო ფრაქცია ევროპელი სოციალისტები ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას პრემიერმინსტრის პოსტზე მხარს არ დაუჭერენ, შესაბამისად, მათი მხარდაჭერა არ ექნება მინისტრთა კაბინეტსაც.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფრაქცია კენჭისყრაში მონაწილეობისგან შეიკავებს თავს.

„ირაკლი ღარიბაშვილი გახლავთ ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის მიერ წარდგენილი კანდიდატურა. რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება, ამას დრო აჩვენებს. ეს არის მმართველი პარტიის პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს. ევროპელი სოციალისტების საპარლამენტო გუნდი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებს“ - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტზე 18 თებერვალს წარადგინეს მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ პოსტი დატოვა.

მის მიერ 19 თებერვალს წარდგენილ განახლებულ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი მინისტრია შეცვლილი - თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილია ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე. ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტროში მაია ცქიტიშვილს ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს.


close დახურვა