logo
ENG



ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში COVID 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ იზრდება

21 აპრ 202010:58
3 წუთის საკითხავი
 

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის მიუხედავად ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ იზრდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით ესპანეთში 399, იტალიაში 454, საფრანგეთში კი 547 ადამიანი გარდაიცვალა. შემცირდა ახალი შემთხვევების რაოდენობა.

არანაკლებ რთული ვითარებაა დიდ ბრიტანეთშიც, სადაც პანდემიით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 449 ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება მეზობელ თურქეთს აქ გარდაცვლილთა რაოდენობამ 123-ით მოიმატა და მთლიანობაში ორი ათასს გადააჭარბა. კოვიდ 19-ით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა ოკუპანტ რუსეთშიც. 


close დახურვა