logo
ENG



ევროპის საფეხბურთო ტოპ-ლიგებში მორიგი ტური გაიმართა

07 ოქტ 201918:40
3 წუთის საკითხავი
 
1s2cixpm0rqa8ks.jpg

ევროპის წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში მორიგი ტური გაიმართა. ინგლისის „პრემიერლიგაში“ მორიგი მარცხი განიცხადა „მანჩესტერ იუნაიტედმა,“ რომელიც „ნიუ-კასლთან“ გასვლაზე დამარცხდა და მეთორმეტე ადგილზე გადაინაცვლა. მარცხი განიცადა ტურნირის ფავორიტმა „მანჩესტერ სიტიმ“ - ქალაქელები „ვულვზთან“ შინ 0:2 დამარცხდნენ და ლიდერ „ლივერპულს“ უკვე 8 ქულით ჩამორჩებიან.

ესპანეთის „ლა ლიგაში“ ტურის ცენტრალური და დასკვნითი მატჩი ბარსელონაში გაიმართა, სადაც „ბარსელონა“ „სევილიას“ დაუხვდა და 4:0 მოუგო. აღსანიშნავია, რომ სეზონის პირველი გოლი გაიტანა მესიმ.

ლიდერების შეხვედრა შედგა იტალიაში. „ინტერი“ „იუვენტუსს“ დაუხვდა და 1:2 დამარცხდა. მატჩი სამივევე გოლი არგენტინელებმა გაიტანეს. მილანელების მხრიდან თავი ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინა, ხოლო ტურინელებიდან გონსალო იგუაინმა და პაულო დიბალამ გამოიჩინეს თავი. ამ მოგებით „იუვე“ ერთპიროვნულად გალიდერდა ჩემპიონატში.

წამყვანი ჩემპიონატების მსგავსად, ლიდერების დაპირისპირება გაიმართა საქართველოში. ბათუმში ადგილობრივი „დინამო“ თბილისის „დინამოს“ დაუხვდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ორივე გუნდს თანაბარი ქულები აქვთ.

 


close დახურვა