logo
ENG



ევროპის სახალხო პარტია: მოვუწოდებთ ქართულ მთავრობას, შეწყვიტოს პოლიტიკური ლიდერების დევნა

04 თებ 202020:55
3 წუთის საკითხავი
 
eidtymfns0kagmq.png

„ევროპის სახალხო პარტია“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ოპოზიციონერი ლიდერების პოლიტიკური ნიშნით დევნა. როგორც პარტიის გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, „ევროპის სახალხო პარტია“ იმედგაცრუებულია ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობით და მმართველი პარტიის უმოქმედობით.

„ევროპის სახალხო პარტია“ არის ქართული დემოკრატიის მხარდამჭერი და ამიტომაც ძალიან იმედგაცრუებულები ვართ მმართველი პარტიის მხრიდან სურვილის არქონით, დაასრულოს არსებული პოლიტიკური კრიზისი. პარტია მოუწოდებს მმართველ ძალას, დაემორჩილოს ქართველი ხალხის მოთხოვნას. „ევროპის სახალხო პარტია“ მხარს უჭერს ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებებს, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობს. პარტია იმედს გამოთქვამს, რომ მმართველი ძალა წარადგენს მოდელს, რომელსაც მხარდაჭერა ექნება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან და იქნება პროპორციულობის პრინციპზე დაფუძნებული. „ევროპის სახალხო პარტია“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ოპოზიციონერი ლიდერების პოლიტიკური ნიშნით დევნა. საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ეს საქართველოსა და ევროკავშირის საერთო ინტერესებშია, რომ ქვეყნის დემოკრატიული მიღწევები გახდეს შეუქცევადი პროცესი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.


close დახურვა