logo
ENG



ევროპის სახალხო პარტია: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მხარს ვუჭერთ ოპოზიციას

05 თებ 202008:11
3 წუთის საკითხავი
 

"მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიმართულებით მმართველი პარტიის მიერ პოლიტიკური ნების ნაკლებობა იმედგაცრუებას იწვევს" - განცხადებას „ევროპის სახალხო პარტია" ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და მეგობრების მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

„ევროპის სახალხო პარტია" მხარს უჭერს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მთავრობას შორის მოლაპარაკებებს და მმართველ უმრავლოსობას ისეთი საარჩევნო სისტემის დანერგვისკენ მოუწოდებს, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის მხარდაჭრით სარგებლობს, ასევე 2020 წლის არჩევნებამდე საპარლამენტო წარმომადგენლობის მაქსიმალურ პროპორციულობას უზრუნველყოფს. „ევროპის სახალხო პარტია" საქართველოს მთავრობას მოუწოდებს თავი შეიკავოს მცდელობებისგან, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებას გულისხმობს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის სახალხო პარტია საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერად რჩება.  


close დახურვა