ევროპის სახალხო პარტია (EPP), რომელიც ყველაზე დიდი პარტიაა ევროპარლამენტში, თავის პარტნიორებს, ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას, საპარლამენტო არჩევნებში მაღალ შედეგებს უსურვებს.
"ევროპის სახალხო პარტიის ქართველ პარტნიორებს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს, ხვალინდელ არჩევნებში მაღალი შედეგების მიღებას ვუსურვებთ. ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს ამ პარტიების მცდელობას, დაიცვან ქართული დემოკრატიის სტანდარტები, კანონის უზენაესობა და ევროპული გეზი. საქართველოში დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს იმისთვის, რომ რეგიონში კვლავ მისაბაძი მაგალითი იყოს", - წერია EPP-ის განცხადებაში.
ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ევროპის სახალხო პარტიის წევრები არიან.