logo
ENG



ევროპის ქვეყნები პანდემიის მეორე ტალღის ასაცილებლად რეგულაციებზე მუშაობენ

23 მაი 202013:47
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 340 ათასს გადააჭარბა. ევროპის ქვეყნები პანდემიის მეორე ტალღის თავიდან ასაცილებლად ახალ რეგულაციებზე მუშაობენ.

ესპანეთში ორშაბათიდან შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი მადრიდსა და ბარსელონასაც შეეხება, სადაც ბარები, რესტორნები და სალოცავები გაიხსნება. დასაშვები გახდება 10-კაციანი შეკრებებიც.

საზაფხულო სეზონის დადგომამდე პორტუგალიაში, ლისაბონის მახლობლად მდებარე პოპულარულ საკურორტო ქალაქში ანტისხეულებზე ყველა მცხოვრებს შეამოწმებენ. ტესტი 200 ათასამდე ადამიანს უნდა ჩაუტარდეს.

8 ივნისიდან ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ ბრიტანეთში ჩასულ მგზავრებსაც, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ათასი გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდებიან. ახალი ზომა არ შეეხება სატვირთოების მძღოლებს, ფერმერებსა და მედიკოსებს. 


close დახურვა