logo
ENG



ევროპის ქვეყნებში მკაცრი ზომების შემსუბუქების პროცესი გრძელდება

02 ივნ 202014:52
3 წუთის საკითხავი
 

ევროპის ქვეყნებში მკაცრი ზომების შემსუბუქების პროცესი გრძელდება. ლოქდაუნის შემდეგ, კოსოვომ სახმელეთო საზღვრები გახსნა და მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების ნება დართო, თუმცა კვლავ აკრძალული რჩება მასობრივი შეკრებები.

ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე შესულ ვიზიტორებს კარანტინში ყოფნას არ ავალდებულებს. პრიშტინა გარკვეული რეისების აღდგენის საკითხსაც განიხილავს.

ორთვიანი პაუზის შემდეგ საზღვრები გაიხსნა მონტენეგროსა და ბოსნიაშიც. მას შემდეგ, რაც ბოლო პაციენტი გამოჯანმრთელდა და არც ახალი შემთხვევა დადასტურებულა, მონტენეგრომ თავი “კორონავირუსისგან თავისუფალ“ ქვეყნად გამოაცხადა. 


close დახურვა