logo
ENG



ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ჯგუფი ცნობილია

01 დეკ 201911:01
3 წუთის საკითხავი
 
inkixmb7soo8njd.jpg

ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ჯგუფი ცნობილია. ბუქარესტში ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგის D დივიზიონის მოგების შემთხვევაში C ჯგუფში, ჰოლანდიის, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებებთან ითამაშებს.

გამომდინარე იქიდან, რომ C ჯგუფის შეხვედრებს რუმინეთი მასპინძლობს, იმ შემთხვევაში, თუ რუმინელები ევროპირველობაზე ერთა ლიგის გათამაშებიდან მოხვდებიან, სწორედ ისინი ჩაჯდებიან აღნიშნულ ქვეჯგუფში, ხოლო საქართველოს ნაკრები ე.წ. სიკვდილის ჯგუფში, გერმანიასთან, საფრანგეთთან და პორტუგალიასთან გადაინაცვლებს.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს მასპინძლობს, ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩები 2020 წლის მარტში გაიმართება.


close დახურვა