logo
ENG



ევროპული საქართველო: ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირებისთვის კონსულტაციებს ვიწყებთ

17 ივნ 202411:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/17/hknxjsxgt0fveog.png

ევროპული საქართველოს განცხადებით, ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირების ამოცანით ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებენ.

მათი თქმით, ცენტრის მიზანი იქნება, დაამარცხოს რუსული რეჟიმი და ის დემოკრატიული, ევროპული ალტერნატივით ჩაანაცვლოს.

ევროპული საქართველოს განცხადებით, "როგორც რეჟიმის ცვლილების, ისე შემდგომი სისტემური გარდაქმნის ამოცანებისთვის, საკვანძოა, მოქალაქეთა უმრავლესობა ხედავდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმის ალტერნატივა არ არის დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა, სადაც არ არსებობს დემოკრატიული ტრადიცია".

"იმისთვის, რომ ამომრჩევლის რაციონალურ წუხილს ვუპასუხოთ და მათი ენერგია ცვლილებების ენერგიად იქცეს, ჩვენ გვჭირდება მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ხელისუფლების ალტერნატივას არა ანტიდემოკრატიული ძალა, არამედ დემოკრატიული გაერთიანება წარმოადგენს, რომლის წევრებიც ოლიგარქიულ, ანტიდემოკრატიულ თამაშის წესებს მკაფიოდ უარყოფენ.

ამ გარემოებებში, სწორ ნაბიჯად მიგვაჩნია ისეთი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის შექმნა, რომელიც ერთი მხრივ რუსულ რეჟიმს დაამარცხებს, ხოლო მეორე მხრივ - სწრაფად იმოქმედებს იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომელთა ნაწილიც პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ "ქართულ ქარტიაშია" წარმოდგენილი", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა