ევროპული საქართველო ინიციატივით გამოდის. პარტიის განცხადებით, ხალხს საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ დაგროვებითი პენსიის გამოყენების საშუალება მიეცეს. მისი თქმით, არსებული ეკონომიკური პრობლემების პირობებში მთავრობამ ამ მიმართულებით ნაბიჯები უნდა გადადგას.
„გამოვდივართ კონკრეტული შეთავაზებით მთავრობის მიმართ, კონკრეტული წყაროთი საიდან უნდა მოხდეს თუნდაც მცირედით და სწრაფად მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევა. ეს არის ის ფული, რომელიც ეკუთვნის ყველა დასაქმებულს, ის ფული რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში აკრეფილი იქნა ე.წ. საპენსიო გადასახადით. ეს იყო შავი დღისთვის გადადებული ფული, ახლა არის ეს შავი დღე და ახლა სჭირდება ხალხს ფული“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ევროპული საქართველო სწრაფი ტესტების გამოყენების მოთხოვნითაც გამოდის.როგორც პარტიაში აცხადებენ, სწრაფი ტესტები ქვეყანას საშუალებას მისცემს მაქსიმალურად შეზღუდონ ქვეყანაში ვირუსის გავრცელება.
„სწრაფი ტესტი არის სასწრაფოდ დასაწყები ჩვენს ქვეყანაში, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებასაც და დავიცვათ ყველაზე დიდი რისკ ჯგუფები. ესენი არიან ექიმები და ექთნები, პოლიციელები და სამხედროები და ახლად აღმოჩენილი კლასტერები. კარანტინისა და სწრაფი ტესტების კომბინაციით შევძლებთ შევზღუდოთ ვირუსის გავრცელება“,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.