ევროპული საქართველო ამბროლაურის მერიას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ააიპ-ების თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
პარტიის წევრის, გიორგი კანდელაკის, განცხადებით, 12 ოქტომბერს საგანგებო შეხვედრების შემდეგ, ყველა ააიპ-ის დირექტორებს სპეციალური ცხრილის შევსება დაევალათ, სადაც მითითებული უნდა იყოს თანამშრომლის პირადი მონაცემები, ასევე რომელ პარტიას და მაჟორიტარს აძლევს ხმას.
ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე მაია კაციტაძემ და გიორგი კანდელაკმა მოუწოდეს შესაბამის სამსახურებს, დაინტერესდნენ აღნიშნულით და შეწყვიტონ ამომრჩევლის დაშინება. მერიის თანამშრომლებს კი მიმართავენ, არჩევნების დღეს თამამად გააკეთონ არჩევანი, რადგან მათი ხმის ფარულობა გარანტირებულია.