logo
ENG



ევროპული საქართველო მეუფე იაკობს მის სკანდალურ გაცხადებაზე სასაუბროდ პარლამენტში იწვევს

28 ოქტ 201908:18
3 წუთის საკითხავი
 
xfttvjr6nqgiu23.jpg

სინოდი არ იკრიბება, პროკურატურა გამოძიებას არ იწყებს - ამ ფონზე მეუფე იაკობს ტრიბუნას სთავაზობს "ევროპული საქართველო." უცნობია, მივა თუ არა პარლამენტში სასულიერო პირი და მოუყვება თუ არა დეპუტატებს იმ სკანდალური ფაქტების შესახებ, რომელიც პატრიარქის ჩამოშორების ოპერაციას ეხება. თუ ქორსეპისკოპოსის  მონაყოლი სიმათრთლეა, გამოდის, რომ ხელისუფლება კონკორდატის პირობას არღვევს.

„ის განცხადებები, რაც მეუფემ გააკეთა არის სერიოზული განცხადებები. ჩვენ გვქონდა პრეცედენტი, რომ ბევრად უფრო ნაკლებ სერიოზულ საქმეზე დაწყებულა გამოძიება და არა მარტო დაწყებულა გამოძიება, კონკრეტული ადამიანები მსგავსი განცხადებების საფუძველზე გაუშვიათ ციხეში. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების ინტერესი მაღალია, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება საპატრიარქოს, რომლის მიმართაც ინტერესი საზოგადოებრივი ასევე მაღალია, რაღა თქმა უნდა გამოყენებული უნდა იქნას ყველა ტრიბუნა, რომ საზოგადოებამ მიიღოს მეტი ინფორმცაცია,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ მეუფე იაკობმა მოყვა, თუ როგორ იგეგმებოდა ბიძინა ივანიშვილის დავალებით პრემიერის  კაბინეტში პატრიარქის ჩამოშორებამისივე თქმით, შეხვედრას  გახარია, გომელაური და სხვა მეუფეები ესწრებოდნენ.


close დახურვა