რამდენიმე საათის წინ, პუშკინის სკვერში, სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე გაკრული ევროპული საქართველოს პლაკატები ჩამოხსნეს.
პარტიის წევრის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, საკრებულოს 86-78 დადგენილების მიხედვით სამშენებლო ტერიტორიების შემოსაზღვრულ დროებით ღობეებზე სააგიტაციო მასალის გაკვრა დაშვებულია.
ნონიაშვილმა განმარტა, რომ ევროპული საქართველო ამ ადგილას პლაკატებს ხელახლა გააკრავს, რადგან ეს პოლიტიკური სატირა ივანიშვილისა და ხელისუფლების მიმართ, პარტიის საარჩევნო კამპანიის ნაწილია.
„სულ რამდენიმე საათში გაასუფთავეს მთლიანად ტერიტორია ამ პოლიტიკური სატირისგან, ეს უკანონო ქმედებაა, რის გამოც პლაკატებს თავიდან გავაკრავთ“ - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.