logo
ENG



ევროპული საქართველო წყალტუბოში სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

08 ოქტ 202011:08
3 წუთის საკითხავი
 
ევროპული საქართველო წყალტუბოში სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

ევროპული საქართველო პროკურატურას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. 

პარტიის წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, წყალტუბოში მიმდინარე წლის 3 სექტემბერს საჯარო სკოლებში სანიტარული კვანძების მოსაწყობად ერთ პირთან მოლაპარაკების გზით 1 122 256 ლარი დაიხარჯა.

კანდელაკის თქმით, ამ გამარტივებულ შესყიდვაში კორუფციის საფუძვლიანი ეჭვი იკვეთება, რადგან მუნიციპალიტეტს სანიტარული კვანძების მოსაწყობად ხუთი თვე ჰქონდა, თუმცა ტენდერი არ გამოუცხადებია. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მილიონ ლარზე მეტი ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიებმა უტენდეროდ მიიღეს, ხოლო 9-დან 8 კომპანიას წარსულში პრაქტიკულად არც ერთ ტენდერში მონაწილეობა მიღებული არ ჰქონდა.

გიორგი კანდელაკს მაგალითად შპს არის გრუპი მოჰყავს, რომელსაც, მისი თქმით, წარსულში არანაირი აქტივობა არ უფიქსირდება და წყალტუბოს მუნიციპალიტეტისგან 220 760 ლარი უტენდეროდ მიიღო.


close დახურვა