logo
ENG



ევროპული საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს საწვავის აქციზის გადასახადი

31 მაი 202112:56
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს საწვავზე აქციზის გადასახადი.

პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ეს მის ფასს მინიმუმ 40 თეთრით გააიაფებს.  

ბოკერიას განცხადებით, საწვავის ფასის ზრდა პირდაპირ აისახება ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის ფასების ზრდაზე, რაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს მოსახლეობას.

"საწვავის ფასის გაძვირებამ დაუმძიმა მდგომარეობა ყველა ჩვენ მოქალაქეს, არამარტო იმათ, ვინც საწვავს ასხამს თავის მანქანაში - არა, ეს აისახება ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფასებზე. 

განსაკუთრებული უტიფრობაა, როდესაც ასეთი კრიზისის დროს, იმ მარტივ ნაბიჯს არ დგამს მთავრობა, რომელიც მყისიერად შვებას მისცემდა ყველა მოქალაქეს და წნეხს ფასების ზრდაზე შეამცირებდა.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ მთავრობის შეცვლამდე ამ კამპანიის წარმოება, ჩვენ ვიწყებთ სარეკლამო კამპანიასაც, რათა ყველა მოქალაქემ გაიგოს რაშია პრობლემა და მეორე, პეტიციის სახით ბოლომდე უნდა მოხდეს მხილება და ზეწოლა". - თქვა ბოკერიამ. 

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნით აქცია არაერთხელ გაიმართა. 


close დახურვა