logo
ENG



ევროპული საქართველოს ანტიკორუფციულ ქსელს გიორგი ნონიაშვილი უხელმძღვანელებს

23 ივლ 202116:28
3 წუთის საკითხავი
clock 724

ევროპულმა საქართველომ ანტიკორუფციული ქსელის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც პარტიის ახალი წევრი, გიორგი ნონიაშვილი, უხელმძღვანელებს. 

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ანტიკორუფციული ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდება. ამასთან, პარტიის ლიდერები მოქალაქეებს პროექტში ჩართვისკენ მოუწოდებენ. 

"ჩვენ წლებია ვხედავთ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, მაგრამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული სიმძაფრით გამოჩნდა ამ რეჟიმის სახე დ თუ ამ საფრთხეს არ გავუმკლავდით და და არ გაიმარჯვეს მოქალაქეებმა, ვისაც სურს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, მრავალ თაობას წაერთმევა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების და ბედნიერებისკენ სწრაფვის შანსი. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქის აქტიურობა და ამ ვითარებაში განსაკუთრებით მოხარული ვარ,რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდა ახალი, მომავალის ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი", - თქვა პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. 

გიორგი ნონიაშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ანტიკორუფციულ არასამთავრობო ორგანიზაციას და გამოსცემდა ბიუჯეტის ფლანგვის დეტექტორს, მუშაობდა ადამიანის უფლებების მიმართულებით. ამასთან, ნონიაშვილი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწყებული საპროტესტო მოძრაობის აქტიური მონაწილეა. 


close დახურვა