„ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის თანამშრომელი, თორნიკე დიასამიძე მცხეთის მერიასთან დააკავეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც აქტივისტები და "ევროპული საქართველოს" წევრები ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიდტრი ხუნდაძის ოლქს აბოქლომებდნენ.
შეგახსენებთ, რომ პირველად ბოქლომები 18 ნოემბერს ოპოზიციურმა პარტიებისა და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებს დაადეს. ამის შემდეგ დაბოქლომების აქცია 21 ნოემბერს გაგრძელდა - ბოქლომები დაადეს კანცელარიის, საქალაქო სასამართლოსა და პროკურატურის შენობებს. 22 ნოემბერს ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტები ბოქლომების დადებას რეგიონებში გააგრძელებენ.