ნოემბრის ბოლოდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ამ საკითხის განსახილველად თბილისს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩ-ბურიჩი ეწვია. თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია 27 ნოემბერს სტრასბურგში, საზეიმო ვითარებაში უნდა გაიმართოს. მარია პეინჩინოვიჩ-ბურიჩმა დღეს შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან. მხარეებმა მედიისთვის განცხადებებიც გააკეთეს.