ევროკავშირის მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ევროპის საბჭოს გენერალური მდივანიც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც ვითარება შემაშფოთებელია. მარია პეინჩინოვიჩ-ბურიჩი აღნიშნავს, რომ პრობლემაზე მსჯელობა შესაბამისი ფორმატის შეხვედრებზე მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის.
"ყოველ 6 თვეში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ანგარიშს ვამზადებთ და ამ კუთხით სიტუაციის მონიტორინგს ვაწარმოებთ. მინდა გამოვხატო ჩემი შეშფოთება უსაფრთხოების საკითხებთან და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს ამ ანგარიშს განიხილავენ მინისტრების, მოადგილეების დონეზე საკომიტეტო შეხვედრისასრომ წინ წავიწიოთ სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვის",- აღნიშნა მარია პეინჩინოვიჩ-ბურიჩმა.