ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კლინიკაში 30 კორონავირუსით ინფიცირებული მკურნალობს.
ეზუგბაიას თქმით, 24 საათის განმავლობაში კლინიკა ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
„დღეს მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 24-ით. გყვავს 456 გამოჯანმრთელებული. აქედან გამომდინარე, კოვიდ ცენტრებში 234 პაციენტი მკურნალობს. უკვე სხვაობა გამოჯანმრთელებულსა და მკურნალობაში მყოფ პაციენტებს შორის, საკმაოდ გაიზარდა. ახალი შემთხვევა კი ბოლნისთან დადასტურებული კონტაქტია.
ჩვენთან 30 კოვიდდადასტურებული მკურნალობს. კვლავ ორი მძიმე პაციენტი გყვავს, მძიმე პნევმონიით. მათი მდგომარეობა არ გაუარესებულა, უმნიშვნელო გაუმჯობესება შეინიშნება. გამოჯანმრთელებული გყვავდა 1 პაციენტი. ახალი შემთხვევა ჩვენთან არ მოსულა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის ქვეყანაში 702 ინფიცირებულია. აქედან 456 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.