logo
ENG



ეზუგბაია: ერთი კრიტიკული პაციენტი გყვავს

11 მაი 202010:35
3 წუთის საკითხავი
 
tm5hw3pwk3atsj4.png

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საავადმყოფოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტი მკურნალობს. 

ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკას 2 ინფიცირებული პაციენტი დაემატა და ორივე თეთრიწყაროს კლასტერიდანაა.

„638 დადასტურებული პაციენტია ქვეყანაში. 8 გამოჯანმრთელებული დაგვემატა და ჯამში 317 გამოჯანმრთელებულია. თუ მონაცემებს შევაჯერებთ, დღეისთვის 311 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში. 3-ვე ახალი დადასტურებული შემთხვევა არის თეთრიწყაროდან და სამივე საკარანტინო სივრიცდანაა.

"ჩვენ 2 პაციენტი დაგვემატა და ორივე თეთრიწყაროდანაა. ამ ეტაპზე 41 დადასტურებული შემთხვევა გყვავს. გუშინ 1 გამოჯანმრთელდა. აქედან გამომდინარე 87 გამოჯანმრთელებულმა დატოვა ჩვენი კლინიკა. 1 კრიტიკული პაციენტი გყვავს. მეორე დღეა მასთან მდგომარეობის სტაბილიზირებაა მიღებულია. თუ ეს სტაბილიზირება ასე გაგრძელდა რემდენიმე დღე, შემდეგ უკვე შეგვიძლია გამოსავალზე ვისაუბროთ.

"1 მძიმე პნევმონიას დაგვემატა კიდევ ორი ახალი პნევმონია, მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება 24 საათის განმავლობაში. ვნახოთ როგორი დინამიკა იქნება და გამოსავალიც შესაბამისი იქნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით უკვე 638 ადამიანია დაინფიცირებული. აქედან, 317 გამოჯანმრთლდა, ხოლო 10 გარდაიცვალა. 

კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.

close დახურვა