ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კლინიკაში ამჟამად 7 მძიმე პაციენტი იმყოფება.
ეზუგბაიას თქმით, ჯამში ქვეყანაში 218 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით.
„დილის შემდეგ 4 შემთხვევა დაემატა - ჯამში გახდა 218. ოთხის შემთხვევის წყარო ცნობილია. იმპორტირებული შემთხვევებია. ორი პაციენტი ბათუმშია, ხოლო ორი ჩვენთან. ჩვენი ცენტრიდან ტესტირებული იყო 10 პაციენტი და არც ერთს არ დაუდასტურდა კოვიდ 19.
ჩვენთან 34 ინფიცირებული პაციენტია. გყვავს 7 მძიმე პაციენტი. აქედან, 2 განსაკუთრებული მძიმეა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა.